მსგავსი პროგრამა ქართული სპორტის რეალობაში პირველად ხორციელდება
"Hello Joe"-ს სცენა ახალგაზრდულ ბენდებს ეთმობა, მომსახურე პერსონალიც ახალგაზრდა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული
ალექსანდრე ჯეჯელავა- სოფლის სკოლები ქალაქის სკოლებისგან მაგრად არიან ჩამორჩენილი, ხოლო ეროვნული უმცირესობები კიდევ უფრო ჩამორჩენილი არიან
12.08.2017
„თბილისის ცენტრში სკოლები უზრუნველყოფენ თითქმის ევროპულ განათლებას, ხოლო სოფლის სკოლები მაგრად არიან ჩამორჩენილი,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი პირდაპირ არის მიბმული პედაგოგების საკითხთან.

”ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი, რაც კვლევით გამოვლინდა, არის ის, რომ თბილისის ცენტრალური უბნების საშუალო მაჩვენებელი არის თითქმის საშუალო ევროპულთან. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ცენტრში კერძოც და საჯარო სკოლებიც უზრუნველყოფენ თითქმის ევროპულ განათლებას, სოფლის სკოლები ქალაქის სკოლებისგან მაგრად არიან ჩამორჩენილი. რა თქმა უნდა იქაც არის გამონათებები, მაგრამ მაინც, ხოლო ეროვნული უმცირესობები კიდევ უფრო ჩამორჩენილი არიან სოფლის სკოლებთან შედარებით, ეს არის ცალსახად მიბმული პედაგოგებზე. სოფელში საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები არ არიან. ფიზიკოსი, ქიმიკოსი, მათემატიკოსი და ბიოლოგი ყველა სოფელში ჭირს. ეს მათ შორის იმის ბრალიც არის, რომ ამ 25 წლის განმავლობაში კამპანიური ხასიათი ჰქონდა იმას, რომ მასწავლებლების პროფესიის პრესტიჟი მოკლეს. არც ერთ ახალგაზრდას არც სოფელში და არც ქალაქში არ უნდოდა. პირველად იყო 2016 წელს, როცა ჩვენი ძალისხმევით 1000-მა სტუდენტმა ჩააბარა პედაგოგიურზე. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, რომ სოფლებშიც და ეროვნული უმცირესობების სკოლებშიც დაბრუნდებიან საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები და განათლების ხარისხიც აიწევს”, - განაცხადა ჯეჯელავამ.



კომენტარები


სხვა სიახლეები
18.08.2017
მსგავსი პროგრამა ქართული სპორტის რეალობაში პირველად ხორციელდება
18.08.2017
"Hello Joe"-ს სცენა ახალგაზრდულ ბენდებს ეთმობა, მომსახურე პერსონალიც ახალგაზრდა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული
18.08.2017
გიორგი ნემსაძის გუნდმა ზედიზედ დაამარცხა ბელარუსი და უკრაინელი თანატოლები
18.08.2017
სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ესპანელ ხალხ, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცახდებას ავრცლებეს
18.08.2017
ადვოკატისთვის უცნობია, თუკი მკვლელი ჩაფხუტით იყო, მოწმეებმა როგორ ამოიცნეს
18.08.2017
გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია დღეისათვის, მელიქიშვილის ქუჩის მე-3-ე გასასვლელში მიმდინარეობს, სადაც ენერგოეფექტური დიოდური  სანათები მონტაჟდება
18.08.2017
ბანაკში 22 ბორჯომელი მოსწავლე 5 მასწავლებელთან ერთად ივლისის თვეში იმყოფებოდა
18.08.2017
ქანდაკებებთან ''დაპირისპირება'' აშშ-ში რამდენიმე დღის წინ დაიწყო
18.08.2017
სააგენტოს ცნობით,  დაუდგენელმა პირებმა 2 ბარში ყუმბარები შეყარეს. 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა
მსგავსი პროგრამა ქართული სპორტის რეალობაში პირველად ხორციელდება
"Hello Joe"-ს სცენა ახალგაზრდულ ბენდებს ეთმობა, მომსახურე პერსონალიც ახალგაზრდა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული
შაბ, 19 აგვისტო 2017
17:00