მსგავსი პროგრამა ქართული სპორტის რეალობაში პირველად ხორციელდება
"Hello Joe"-ს სცენა ახალგაზრდულ ბენდებს ეთმობა, მომსახურე პერსონალიც ახალგაზრდა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული
გიორგი მარგველაშვილი - მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი ვალდებულებაა
12.08.2017
დღეს მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც თავისი ვალდებულება თავისი სიცოცხლისა და უნარების ფასად ჩვენი ქვეყნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში ნახა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნების დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი ვალდებულებაა, რაც ადამიანმა შეიძლება შეასრულოს. მადლობა მინდა გითხრათ ამ სამსახურისთვის. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ შეიძინეთ ბევრი ახალი მეგობარი და ბევრი უნარი ამ მნიშვნელოვანი სწავლების დროს. ღირსეულია ეს პარტნიორობა იმიტომ, რომ ამ პარტნიორობის მიზნები არის ღირსეული. 

ამ პარტნიორობის მიზანია, თავისუფლების მოყვარე საქართველოს დაცვა, დაცვა იმ ერისა, რომელმაც ისტორიაში გაიტანა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მომავალ საუკუნეებშიც დამოუკიდებელ, ერთიან, დაცულ ქვეყანას შექმნის. ამიტომ არის ეს ღირსეული სამსახური“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

„ღირსეული პარტნიორი 2017“ დღეს სრულდება. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 3000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. 


კომენტარები


სხვა სიახლეები
18.08.2017
მსგავსი პროგრამა ქართული სპორტის რეალობაში პირველად ხორციელდება
18.08.2017
"Hello Joe"-ს სცენა ახალგაზრდულ ბენდებს ეთმობა, მომსახურე პერსონალიც ახალგაზრდა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული
18.08.2017
გიორგი ნემსაძის გუნდმა ზედიზედ დაამარცხა ბელარუსი და უკრაინელი თანატოლები
18.08.2017
სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ესპანელ ხალხ, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცახდებას ავრცლებეს
18.08.2017
ადვოკატისთვის უცნობია, თუკი მკვლელი ჩაფხუტით იყო, მოწმეებმა როგორ ამოიცნეს
18.08.2017
გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია დღეისათვის, მელიქიშვილის ქუჩის მე-3-ე გასასვლელში მიმდინარეობს, სადაც ენერგოეფექტური დიოდური  სანათები მონტაჟდება
18.08.2017
ბანაკში 22 ბორჯომელი მოსწავლე 5 მასწავლებელთან ერთად ივლისის თვეში იმყოფებოდა
18.08.2017
ქანდაკებებთან ''დაპირისპირება'' აშშ-ში რამდენიმე დღის წინ დაიწყო
18.08.2017
სააგენტოს ცნობით,  დაუდგენელმა პირებმა 2 ბარში ყუმბარები შეყარეს. 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა
მსგავსი პროგრამა ქართული სპორტის რეალობაში პირველად ხორციელდება
"Hello Joe"-ს სცენა ახალგაზრდულ ბენდებს ეთმობა, მომსახურე პერსონალიც ახალგაზრდა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული
შაბ, 19 აგვისტო 2017
17:03