კუხის საჯარო სკოლის ლიდერმა პედაგოგებმა საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ონლაინ ტესტირება წარმატებით გაიარეს
11-05-2021
დაკოპირებულია
-
+
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის ლიდერი მასწავლებლები USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ლიდერი მასწავლებლებისთვის გამართულ ონლაინ ტესტირებაში მონაწილეობდნენ.
თამარ კიკაბიძემ, ცამალა მუსელიანმა და ეკა ლიპარტელიანმა ტესტირება წარმატებით გაიარეს.
კუხის საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში შექმნილია მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფები - „მსჯ“, სადაც ლიდერი მასწავლებლები, კოლეგებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებებს უზიარებენ.