ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გამწვანების აქცია მოეწყო
10-05-2021
დაკოპირებულია
-
+
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია მოეწყო.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის ეკოკლუბელებმა, პედაგოგ მაია ცერცვაძის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. ამასთან, ნაპირსამაგრი დანიშნულების მიზნით სკოლის გარე პერიმეტრზე ნერგები დარგეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.