მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში ინგლისური ენის კათედრამ შიდა სასკოლო კონფერენცია - „Talks at Progress“ გამართა, სადაც მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე ზეპირი მოხსენებებით წარსდგნენ.
კონფერენციის მიზანია იყო მოსწავლეებში მათთვის საინტერესო, სასურველ თემაზე ზეპირი მოხსენების წარმოდგენის უნარების განვითარების ხელისშეწყობა.
„ზეპირი მოხსენების მომზადება მოსწავლეებს მიზნისა და აუდიტორიისთვის შესაფერისი ტექსტის აგების ორგანიზების უნარს უვითარებს, რაც მოითხოვს კრიტიკულ კითხვას, ჩანაწერების, მონახაზის გაკეთებას, რეზიუმირებას.
კონფერენციას, „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის დირექტორთან, ნანა ჩარექიშვილთან და პედაგოგებთან ერთად, „პროგრესის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ქალბატონი ნინო ჩიკვაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი ნათია კილაძე დაესწრნენ. მათ კონფერენციის ორგანიზატორს, პედაგოგ თეა ფანცხავას, მოსწავლეებსა და ინგლისური ენის კათედრას საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობისთვის მადლობა გადაუხადეს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები