მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები - გიორგი ჩაფიძე (მე- 3 კლასი), მარიამ დიასამიძე (მე-3 კლასი) და ირაკლი დიასამიძე (მე-4 კლასი) izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს I ხარისხის სერტიფიკატები გადაეცათ.
მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.