„ბუნებრივი კატასტროფები - ვულკანები“ - ლესის საჯარო სკოლაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
17-05-2021
დაკოპირებულია
-
+
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, თამარ დარჩიამ მე-5 კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა თემაზე - „ბუნებრივი კატასტროფები - ვულკანები“.
საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ და მრავალფეროვნად წარიმართა. მოსწავლეებმა ვულკანის ამოფრქვევის მოდელები დაამზადეს.
მათ ვულკანების აგებულებაზე, გავრცელებასა და ვულკანური მოქმედებების შედეგებზე ისაუბრეს.