„გავუფრთხილდეთ ქართულ ენას“ - წყავროკას საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
17-05-2021
დაკოპირებულია
-
+
ჯემალ ნოღაიდელის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება სახელწოდებით - „გავუფრთხილდეთ ქართულ ენას“ ჩატარდა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ, თუ რაოდენ დიდ პრობლემას ქმნის უცხო ენებიდან დიდი რაოდენობით შემოჭრილი ბარბარიზმები. სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
აქტივობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მადონა ხაჯიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.