ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიოლოგიასა და ისტორიაში საინტერესო პროექტი განხორციელეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიასა და ისტორიაში ერთობლივი პროექტი განახორციელეს.პროექტის თემა მემკვიდრული დაავადებები, გენეალოგია და გვარის ისტორია იყო.
მოსწავლეებმა საგვარეულოთა ისტორიასა და ნათესაურ კავშირებზე ისაუბრეს.
მათ განიხილეს მემკვიდრული დაავადებები, რომლებიც გენეტიკური ინფორმაციის შენახვის, გადაცემის და რეალიზაციის პროცესების დარღვევის გამო წარმოიქმნებიან.
იხილეთ ფოტოები