თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში
17-05-2021
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ელენე ჯინაშვილს, ელენე ტყემალაძეს, ელენე ეგუტიას, დავით არახამიას, ლუკა ეგუტიას და ნიკოლოზ მოწონელიძეს მათი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.