წევის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ცოდნის ამაღლების მიზნით, საუცხოო ღონისძიება მოეწყო
17-05-2021
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეთა მეტი დაინტერესების მიზნის მისაღწევად სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რომელშიც ბავშვები დიდი ინტერესით და მონდომებით ერთვებიან. ამჯერად საინტერესო აქტივოები ქართული და ინგლისური ენის პედაგოგებმა ჩაატარდეს.
„წევის საჯარო სკოლის ქართულ-ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა (ქეთევან ცერცვაძე, მაკა კელენჯერიძე), მოსწავლეთა დაინტერესებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, მოაწყვეს საუცხოო ღონისძიება.
სკოლის ეზოში, ასფალტზე, ფუნჯებითა და ფერადი საღებავებით მოსწავლეებთან ერთად მოხატეს ქართულ-ინგლისური ანბანი, ციფრები და ქართული მწერლობის დიდოსტატების დაბადება-გარდაცვალების წლები.
აღნიშნული სწავლების მეთოდი მოსწავლეებისათვის იყო სახალისო, შემეცნებითი, საინტერესო და დასამახსოვრებელი“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.