„ერის სულიერი საგანძური“ - პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში არიან ჩართულნი
17-05-2021
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ჩართულნი არიან „ახალი სკოლის მოდელის“ საგანმანათლებლო პროექტში - „ერის სულიერი საგანძური“.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში მეათე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პოსტერების პრეზენტაციები თემაზე: „ჩემი სოფლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გააცნობიერებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობას, გაიაზრებენ საკუთარ მოქალაქეობრივ ვალდებულებებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კვლევა და მოფრთხილება მათი პატრიოტული ვალია, ამაღლდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი განათლება, გაიზრდება ჩართულობა,მოსწავლეთა მოტივაცია და თანამშრომლობითი კულტურა.
აქტივობა კავშირშია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან, ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ მკვიდრ წარმოდგენებთან და სამიზნე ცნებებთან.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მატერიალური და ციფრული პოსტერები, საინტერესო და შინაარსიანი პრეზენტაციები რუსულ ენაზე. აქტივობაში ჩართული იყო მოსწავლეთა მშობლები და სკოლის პედაგოგები. მადლობა მოსწავლეებს მაღალი პასუხისმგებლობისათვის, გაწეული შრომისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა