სიახლეები
სკოლები

ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ ეკოლიდერთა სკოლაში დაიწყო სწავლა
18-05-2021
-
+


გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ალექსანდრე ბენიძემ და გვანცა თოფიურიამ ეკოლიდერთა სკოლაში დაიწყეს სწავლა.

ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეობის სურვილი უპრეცედენტოდ ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა. საერთო ჯამში, პროგრამაზე 752 მოსწავლე დარეგისტრირდა მთელი საქართველოდან. მონაწილეები შეირჩა კონკურსის საფუძველზე. სკოლაში მოსახვედრად აპლიკანტებმა 2 ეტაპი - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება გაიარეს, რომლის წარმატებით გადალახვა 50-მა აპლიკანტმა შეძლო და მოხვდა ეკოლიდერთა სკოლაში. შერჩეული კანდიდატები წარმოდგენილნი არიან საქართველოს ყველა რეგიონიდან. 
 
სალექციო კურსი ორი თვე გაგრძელდება. პროგრამის განმავლობაში განხორციელდება თეორიული სწავლება და საველე გასვლები. ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული სტუმრებიც ჩაატარებენ.
 
სასწავლო პროგრამის ფარგლებში IX-XII კლასის მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ საკითხებს როგორიცაა: ადამიანის ეკოლოგიური უფლებები, ნარჩენების მართვის მნიშვნელობა, ბიომრავალფეროვნების დაცვის მექანიზმები, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების რისკის შემცირება, დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა.
 
ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწალო პროგრამაა, რომლის მიზანსაც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების  ამაღლებაა.

იხილეთ ფოტო

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება