არეშფერანის საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
18-05-2021
დაკოპირებულია
-
+
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერანის საჯარო სკოლაში, ხელოვნების მასწავლებლის, შორენა მჭედლიძის ინიციატივით,ეროვნული სამოსის დღის ღონისძიება ჩატარდა.
მეხუთე კლასის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსით წარსდგნენ და წარმოაჩინეს იმ კუთხის კულტურა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მრავალეთნიკური მოსწავლეები სწავლობენ და შესაბამისად, მათ არც გასჭირვებიათ თავის წარმოჩენა.
ღონისძიების იდეას ხელი შეუწყეს მეხუთე კლასის დამრიგებელმა დავით ცერცვაძემ და სკოლის დირექტორმა სტელა გიგოლაევამ.
ღონისძიების ბოლოს, სიმბოლურად, ყველამ სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.