სიახლეები
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბაი კუნანბაიულის ყაზახური კულტურის აუდიტორია გაიხსნა
19-05-2021
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ საქართველოში აკრედიტირებული სხვადასხვა დიპლომატიური  მისიების ყურადღების ცენტრშია. 2021 წლის 18 მაისს მას ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს დელეგაცია ეწვია, რომელიც შედიოდნენ: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ბაურჟან მუხამეჯანოვი, ცნობილი ყაზახი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ყაზახეთის საპატიო აუდიტორი, პროფესორი ჟოლიმბეტ ბაიშევი, ელჩის მრჩევლები – ქალბატონი გულმირა სულთანალი და ბატონი აზამატ სერიქი.

ყაზახეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა, მისმა აღმატებულებამ ბაურჟან მუხამეჯანოვმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ცნობილი ყაზახი პოეტის, საზოგადო მოღვაწის, დამწერლობიანი ყაზახური ლიტერატურის ფუძემდებლის აბაი კუნანბაიულის სახელობის კაბინეტი გახსნეს.

დღეიდან თქვენი სამშობლოს – ყაზახეთის – მიწის პატარა ნაწილი ამ კაბინეტშია, – აღნიშნა ბატონმა რექტორმა. – მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი დამოკიდებულებისათვის ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი უნივერსიტეტისადმი. ხაზგასმით ვამბობ ბატონო ელჩო, რომ თქვენ საქართველოში ღირსეულად წარმოაჩენთ ყაზახეთს. აუდიტორიას ვეტყვი, ჩვენი მეგობრობა გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ის წლებია მოდის და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მადლობა გადაუხადა რექტორ ზურაბ ხონელიძეს ყაზახი ხალხისა და ყაზახეთის სახელმწიფოსადმი გულთბილი დამოკიდებულებისათვის: „ალბათ, დადგება ის დრო, როცა მე სამშობლოში მომიწევს დაბრუნება. თუმცა ვიცი, რომ თქვენი სახით, ბატონო რექტორო, საქართველოში დიდი და ერთგული მეგობარი მეგულება. დღეს ჩვენ ცნობილი ყაზახი პოეტის – აბაის – კაბინეტი გავხსენით. ბატონმა რექტორმა აღნიშნა, რომ დღეიდან სიმბოლურად ამ აუდიტორიაში ყაზახეთის მიწა იქნება წარმოდგენილი. დიახაც, ასეა. ამ განახლებულ კაბინეტში თქვენ მიიღებთ ინფორმაციებს ყაზახეთის შესახებ, გაეცნობით უახლეს ყაზახურ ლიტერატურას. იქ თქვენ მართლაც შეიგრძნობთ ყაზახეთს“.

პროფესორმა ჟოლიმბეტ ბაიშევმა თავის საინტერესო მოხსენებაში, რომელიც ყაზახეთის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავსა და ყაზახეთის სამართლებრივ განვითარებას ეძღვნებოდა, განსაკუთრებული ადგილი დაუთმო საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეას: „ეს საინტერესო და საყურადღებო სიახლეა, როგორც განათლებაში, ასევე – დიპლომატიაში და ის თქვენმა რექტორმა, პატივცემულმა ზურაბ ხონელიძემ შემოგვთავაზა. ვფიქრობთ, საუნივერსიტეტო დიპლომატიით ყაზახეთის უმაღლესი სასწავლებლებიც დაინტერესდებიან, რაც კიდევ ურო გააღრმავებს კავშირებს საქართველოსა და ჩვენს სახელმწიფოს, ასევე ქართულ და ყაზახურ უნივერსიტეტებს შორის“. 

2020 წლის აგვისტოში, როცა საყოველთაოდ აღინიშნებოდა აბაის დაბადების 175-ე წლისთავი. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში პირველად ითარგმნა მისი პოეზია. აღნიშნულ საქმეს ხელი მოჰკიდა ცნობილმა ქართველმა პოეტმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მას ყაზახეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ყაზახეთის პრეზიდენტისაგან „საპატიო სიგელი“ გადასცა.

მე ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება, როგორ ცხოვრობს, როგორ იღწვის საქართველოსთვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბატონო რექტორო, თქვენი უშურველი ძალისხმევით და მეცადინეობით, – თქვა ქალბატონმა მანანამ. – მე ვამაყობ, რომ სწორედ ამ სახელოვან სასწავლებელში ვიმყოფები დღეს ჩვენს ძვირფას ყაზახ სტუმრებთან ერთად. მადლობელი ვარ, რომ მე მერგო ბედად ცნობილი ყაზახი პოეტ აბაის პოეზიის აჟღერება ჩვენს მადლიან ენაზე.

მან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მის მიერ თარგმნილი ყაზახური პოეზიის კრებულები უსახსოვრა.

როგორც რექტორი ზურაბ ხონელიძე შენიშნავს, უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიების ყურადღება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი, ესაა მათი დამოკიდებულება აფხაზეთისა, კონკრეტულად, და საქართველოსადმი, ზოგადად. ისინი ითავისებენ ამ პრობლემას, ამ ტკივილს და ჩვენდამი ასეთი გულმხურვალე დამოკიდებულებით ჩვენთან ერთად ამ საკითხის გადაწყვეტას ცდილობენ. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება