წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუსული ენის გაკვეთილზე კომპლექსური დავალებების პრეზენტაცია გამართეს
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-6ბ კლასში რუსულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპი გაიმართა. მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი ცხოველების შესახებ ზეპირი პრეზენტაციები წარმოადგინეს. მათ პრეზენტაციები ნახატებითა და ფოტოებით გააფორმეს.
დავალება მიზნად ისახავდა, მოსწავლეებში ცხოველებისადმი სიყვარულისა და თანაგრძნობის განვითარებასა და რუსული ენისა სამეტყველო უნარების განვითარებას.
კომპლექსური დავალებები მოსწავლეებმა პედაგოგის, ქეთევან ჯიქიასა და დამრიგებლის, მარინა ალავიძის ხელმძღვანელობით შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები