„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ცხოვრებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამენ“ - ნაგებერაოს საჯარო სკოლამ მე-12 კლასელები გააცილა
19-05-2021
დაკოპირებულია
-
+
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ:
სკოლის ინფორმაციით, არსებული შეზღუდვების გამო, მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება მოკრძალებულად აღნიშნეს, თუმცა ამის მიუხედავად, ეს დღე სავსე იყო მოსწავლეთა სიხარულითა და გულითადი ემოციებით.
„დღეს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები ცხოვრებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამენ და დაე, ეს გზა მათ ცხოვრებაში მუდამ სიხარულით და სიკეთით სავსე იყოს“, - აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.