ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ონლაინბანაკში მონაწილეობენ
19-05-2021
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ონლაინბანაკის მესამე ნაკადში მონაწილეობენ.
„School camp“ აჭარის სკაუტური ორგანიზაციისა და UNICEF GEORGIA-ს ერთობლივი პროექტია.
ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა 4 წარმატებულ სკოლას შორის მოხვდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ტრენერებთან ერთად ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ბავშვის უფლებები, ჰიგიენა და სანიტარია, სექსუალური ძალადობა, ბანაკური ცხოვრება, კოვიდ19 და საჯარო გამოსვლები.