„გარემო, სადაც ვცხოვრობთ“ - დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში აქტივობა - „გარემო, სადაც ვცხოვრობთ“ გაიმართა.მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებასა და განაშენიანებაზე იზრუნეს.
მათ სკოლის ეზოში სხვადასხვა მცენარის ნერგები დარგეს, რითიც ჯანსაღი გარემოს შექმნაზე იზრუნეს.
იხილეთ ფოტოები: