მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლამ სამოქალქო განათლების პროგრამას - „მომავალი თაობა“ ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა. სკოლის დირექტორი და მასწავლებელი კახაბერ შონია კი ერთ-ერთი საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგი გახდა.
სამოქალქო განათლების პროგრამას - „მომავალი თაობა“ დახურვის ღონისძიება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდა.
„ღონისძიებაზე წარადგინეს რამოდენიმე ნომინაცია. მათ შორის, ერთ-ერთი ტექნიკის კონკურსის გამარჯვებული სკოლა და საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგი, გახლდათ - ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლა, პედაგოგი-კახაბერ შონია.
წარმატებები მომავალში ბავშვებს, ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ასოციაცია „ათინათს“, აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო