მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N133 საჯარო სკოლის IIბ კლასის მოსწავლეებმა 1 ივნისისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში თემაზე „ბედნიერი ბავშვობა“ აქტივობა განახორციელეს.
კლასის დამრიგებელი თამარ ხორბალაძეა, აქტივობა კი ხელოვნების გაკვეთილზე, პედაგოგ მარიკა დემეტრაძის ხელმძღვანელობით შედგა.
მოსწავლეებმა საკუთარი ჩანაფიქრი და შთაბეჭდილებები ფერადი ცარცის გამოყენებით გადმოსცეს. ბავშვებმა ღია სივრცეში იმუშავეს ჯგუფურად და ხაზების, ფერების და სხვადასხვა ფორმებით საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
იხილეთ ფოტოები