მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს პროექტი „ჯანსაღი ცხოვრება-ჯანმრთელი მომავალი“; სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა, პროექტის ფარგლებში, ჯანსაღი, სასარგებლო, ვიტამინებით მდიდარი, უშაქრო კანფეტები დაამზადეს. აღსანიშნავია, რომ ტკბილეულმა დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა ბავშვებსა და უფროსებში.