საქობოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ამბაკო ყარალაშვილმა კიკბოქსინგში საქართველოს პირველობაზე პირველი ადგილი დაიკავა
14-06-2021
დაკოპირებულია
-
+
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულმა ამბაკო ყარალაშვილმა საქართველოს პირველობაზე კიკბოქსინგში პირველი ადგილი დაიკავა.
ახალგაზრდა სპორტსმენი 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
„გვასახელა ჩვენმა წლევანდელმა კურსდამთავრებულმა ამბაკო ყარალაშვილმა. მან საქართველოს პირველობაზე კიკბოქსინგში, 90 კგ წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი მოიპოვა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.