ჭრებალოში ახალი კულტურულ-სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსი შენდება
13.09.2017
ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭრებალოში სავადმყოფოს ძველი შენობის ნაცვლად ახალი კულტურულ-სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსი შენდება. 

ახალი კულტურულ-სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსის შენობის შენება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ექსპლუატაციაში 2017 წლის გვიან შემოდგომიდან შევა.აღნიშნული სამუშაოები დაათვალიერა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ლომთაძემ გამგეობის სხვა თანამშრომლებთან ერთად.


კომენტარები


სხვა სიახლეები
ოთხ, 20 სექტემბერი 2017
20:40