ევროპული საბჭოს ან ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს
13.09.2017

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის  ან ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს. აღნიშნული საკითხი ევრკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის დროს გააჟღერა.

"ევროპას ერთი კაპიტანი უნდა მმართავდეს. გემის ერთი კაპიტნის შემთხვევაში, ევროპაში ბევრი რამ გაცილებით მარტივი იქნებოდა,-'' განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ჟან-კლოდ იუნკერის აზრით, არსებული გამოწვევების ფონზე, ორი თანამდებობის გაერთიანება ბევრ პრობლემას გადაჭრიდა და ეფექტიან მმართველობას შეუწყობდა ხელს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი წინადადება არც მომავალ არჩევნებს უკავშირდება და არც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კრიტიკას. ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ 2019 წელს არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მეორე ვადით პრეზიდენტობა არ სურს.

იუნკერმა იმედი გამოთქვა, რომ მის წინადადებას მხარს დაუჭერენ  და 2019 წლიდან საბჭოს ერთი პრეზიდენტი ეყოლება.



კომენტარები


სხვა სიახლეები
ოთხ, 20 სექტემბერი 2017
20:40