თვითმკვლელმა ტერორისტმა, ქაბულში, კრიკეტის საერთაშორისო სტადიონის შესასვლელთან თავი აიფეთქა
13.09.2017
თვითმკვლელმა ტერორისტმა, ქაბულში, კრიკეტის შპაგიზას ლიგის მატჩის მსვლელობის დროს კრიკეტის საერთაშორისო სტადიონის შესასვლელთან თავი აიფეთქა, - ინფორმაციას ''ტოლო ნიუსი'' ავრცელებს. 

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. 

თავდამსხმელმა ასაფეთქებელი საშუალება მოქმედებაში სტადიონის შესასვლელში, უსაფრთხოების პუნქტთან მოიყვანა. 

კრიკეტის საბჭოს წარმომადგენელთა განცხადებით, კრიკეტის მოთამაშეები არ დაშავებულან.



კომენტარები


სხვა სიახლეები
18.11.2017
ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური იუწყება
18.11.2017
ახლად დამტკიცებული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და გამგებლები თბილისის მერთან ერთად მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებენ
შაბ, 18 ნოემბერი 2017
23:19