მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N60 საჯარო სკოლაში, პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტის „სუფთა გარემო ჩემი უფლებაა“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდამჭერი პროგრამის ხელმძღვანელი - ციცია გაგნიძე; ექსპერტი ლიდერობის მიმართულებით - მაკა მამფორია; ბიოლოგიის ექსპერტი - ქეთევან ტურიაშვილი.
პროექტის მიზანი იყო გარემოს დაცვითი კულტურის დამკვიდრება, რაც გულისხმობს მოსწავლეებში გარემოსადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
დირექცია მადლობას უხდის პროექტის განმხორციელებელი გუნდის თითოეულ წევრს გაწეული შრომისთვის.
იხილეთ ფოტოები