სიახლეები
პიროვნება

„ძლიერი სკოლა ნიშნავს ძლიერ ლიდერს, პროფესიონალ პედაგოგებთან და ხარისხიან სწავლებასთან ერთად“ - ნინო მოდებაძე, მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი
22-06-2021
-
+


რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო თემაზე ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორის, ნინო მოდებაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- შრომატივადია დირექციის, ადმინისტრაციის და მასწავლებლებისათვის. მოსწავლეები კი დიდი აჟიოტაჟით ელოდებიან ექსკურსიებს და მათთვის ლამაზ ღონისძიებებს, თუმცა პანდემიამ მთლიანად შეცვალა სკოლის დღის რეჟიმი.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- ძლიერ ლიდერს, პროფესიონალ პედაგოგებთან და ხარისხიან სწავლებასთან ერთად.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- წარმატება, როდესაც მას მიანიჭეს რაიონის საუკეთესო სკოლის სტატუსი.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- მოსწავლის წინსვლის, თავდაჯერებულობის და სკოლის მიმართ კეთილგანწყობისათვის.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- მოტივირებული, პროფესიონალი, მშრომელი, მოწესრიგებული პედაგოგები და სკოლის დირექტორი.

- დირექტორის მოტივაციაა...

- სკოლაში არსებული მშვიდი გარემო, პროფესიონალი პედაგოგები და აქტიური მშობლები.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- მუდმივად სიახლეების ძიება, მოსწავლეებისა და პედაგოგების ჩართულობა კონკურსებში, ოლიმპიადებში
და უსაფრთხო გარემო.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება