საქართველო და იუნესკო - ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პლაკატი შექმნეს
22-06-2021
დაკოპირებულია
-
+
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მასწავლებლები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ მოსწავლეებს და ასე ცდილობენ სასკოლო მასალით მათ დაინტერესებას.
სახალისო და ინფორმაციული ღონისძიება განხორციელდა ქართული ენის გაკვეთილზე. მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატი თემაზე - საქართველო და იუნესკო.
მოსწავლეებმა მოიძიეს საქართველოში მდებარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სურათები და გააკეთეს მათი აღიარების დემონსტრაცია. მოსწავლეებმა პოსტერზე განათავსეს როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური ძეგლები.
პლაკატზე დატანილ ძეგლების ფოტოებს, მოსწავლეებმა მათ შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციაც დაურთეს.