მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულ თამარ სურგულაძეს გამოემშვიდობა. პედაგოგებმა და მომავალმა პირველკლასელებმა თამარს გზა დაულოცეს.
„სწავლის დამთავრების ზარმა დღეს საქართველოს ყველა სკოლაში ჩამოჰკრა. მათ შორის ჩვენთანაც, ბოსტანის საჯარო სკოლაში.
სცენები, წარწერები, ტექსტები თითქმის ყველგან და ყოველთვის იგივეა: მოლოცვების, მოფერების, სიყვარულის ახსნის, მოსალოდნელი მონატრების, ათასნაირი კეთილი სურვილის, იმედებისა და გულისწყვეტისაც კი.
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, თამარ სურგულაძეს, პედაგოგებმა და მომავალმა პირველკლასელებმა მიულოცეს დღევანდელი დღე და მომავალში წარმატებები უსურვეს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო