სიახლეები
სკოლები

დარკვეთის საჯარო სკოლის საჭადრაკო კლუბის წევრი მოსწავლეები მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს ესტუმრნენ
22-06-2021
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის საჭადრაკო კლუბის წევრი მოსწავლეები თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს ესტუმრნენ. 

„ბავშვებს საშუალება მიეცათ მოენახულებინათ სასახლეში არსებული პლანეტარიუმი, სამეცნიერო კუთხე; დაეთვალიერებინათ ეთნოგრაფიული მუზეუმი, სასახლის ბაღი, ნახატების გამოფენა; გაცნობოდნენ თეატრალური, თერთრი და სარკეებიანი დარბაზების დიდ, ისტორიულ წარსულს.

გაიმართა საინტერესო საჭადრაკო შეხვედრა მოსწავლეებსა და ჭადრაკის დიდოსტატ ნანა ალექსანდრიას შორის, რომელსაც დახმარებას ჩვენი თანაქალაქელი, 12 წლის საქართველოს ჩემპიონი ერეკლე ტაბატაძე უწევდა. თამაშის პარალელურად იყო საუბრები ჭადრაკის ისტორიასა და მის როლზე. ნანამ ალექსანდრიამ ასევე უამბო ბავშვებს თავისი საჭადრაკო ცხოვრების განვლილი გზის შესახებ.

თამაშის დასასრულს ნანა ალექსანდრიას მიერ სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა 3 მოჭადრაკეს: საუკეთესო მოჭადრაკე გოგონა - ანი ღუღუნიშვილი; საუკეთესო მოჭადრაკე ვაჟი - გიორგი ღუღუნიშვილი; ერეკლესთვის ღირსეულად გაწეული პარტნიორობისთვის კი დაჯილდოვდა დათო ჯიბუხაძე. აგრეთვე საჩუქრები გადაეცა მათ პედაგოგს ნათია თურმანიძეს.

კულტურის ცენტრის სახელით უღრმეს მადლობას ვუხდით ეროვნულ სასახლეს, საუკეთესო დახვედრისა და მასპინძლობისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
მათემატიკის სიყვარულით დაწყებული წარმატება - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე
მასწავლებლების გამოცდებზე 19 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა
ცნობილია აბიტურიენტების არჩევანი საგამოცდო საგნების მიხედვით
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
სკოლაში მოსწავლეებს, ხელმძღვანელ მასწავლებელსა და გამარჯვებულ გუნდებს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ
მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ეს დღე ყველას მიულოცეს
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ქართული ენა ქართველი ერის სიამაყეა
მოსწავლეებმა ამ დღის არსი და მნიშვნელობა გაიაზრეს, საქართველოს არც ისე შორეული წარსულის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ასევე 15 აპრილს, სკოლაში ჩატარდა, კალიგრაფიის  და კითხვის კონკურსი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება