მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის N5 საჯარო სკოლის IVზ კლასის მოსწავლეებმა ოთხი კლასის დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს. პატარები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ. პედაგოგმა კი მათ გზა დაულოცა. სასწავლო წლის ბოლო დღე ამაღელვებელი იყო.
„ღონისძიებამ აჩვენა, თუ რა დიდი გამოცდილება დაუგრავდათ ბავშვებს, როგორ გაიზარდა მათი შესაძლებლობლები. წარმოდგენილი იყო ლექსები, პიესები, იუმორისტული ნომრები, ცეკვები და სიმღერები და რაც მთავარია, პირველ მასწავლებელთან გამოსამშვიდობებელი, გულში ჩამწვდომი ტექსტები.
მე-5 საჯარო სკოლა ულოცავს პატარებს ოთხი კლასის წარმატებით დასრულებას და სწავლების ახალ საფეხურზე გადასვლას. მაია მასწავლებელს კი უსურვებს კვლავ მრავალი გონიერი თაობები გამოეშვას“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“