„ინტერვიუ მასწავლებელთან“ - საყდრიონის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
22-06-2021
დაკოპირებულია
-
+
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში პროექტი - „ინტერვიუ მასწავლებელთან“ ჩატარდა. აქტივობაში მონაწილეობას მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები იღებდნენ.
„მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლეფში, ინგლისურ ენაზე შეადგინეს კითხვები, მოირგეს ჟურნალისტის როლები და წარამართეს ინტერვიუ მასწავლებლებთან. მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით შეადგინეს აღწერითი სახის ტექსტები და მასწავლებლების ილუსტრაციები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
სკოლა მადლობას უხდის პროექტში ჩართულ პედაგოგებს: ჟუჟუნა მარკოიძეს, თიკო ლობჯანიძეს, ნათია ფუტკარაძეს, მადონა დეკანაძეს, მზევინარ საგინაძეს, ირმა გელაძეს და ირაკლი შავაძეს.
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ