მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლასთან არსებულ დაწყებით სკოლა ნანიანში პროექტი - „საქართველოში იბადებოდნენ“ განხორციელდა.
პროექტზე ll - lVბ კლასკომპლექტის მოსწავლეებმა იმუშავეს.
მოსწავლეთა პედაგოგი მანანა ყამბარაშვილი გახლავთ.
„პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნულ- პატრიოტული ღირებულებების გაცნობიერება. პრეზენტაციაზე წარმოადგინეს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპოქის შესახებ მოძიებული ინფორმაცია და შექმნეს შესაბამისი ნამუშევრები. სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის შეთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობები.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აქტივობამ „ასეთი საქართველო მინდა“. თითოეულმა მოსწავლემ ერთი წინადადებით გამოხატა საკუთარი სურვილი როგორ საქართველოზე ოცნებობენ. დასასრულს ერთხმად აღნიშნეს, რომ სამშობლოს წარსულის ცოდნა მნიშვნელოვანი და აუცილებელია“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“