ბოჭორმის საჯარო სკოლის მოსწავლეები მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
23-06-2021
დაკოპირებულია
-
+
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლის მოსწავლეები მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მონაწილეებმა წაიკითხეს როგორც მირზა გელოვანის, ასევე რაიონის სხვა პოეტების ლექსები, როგორიცაა: ტარიელ ხარხელაური, ვაჟა ქაცანაშვილი და ბესიკ ხარანაული.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს ვაჟა-ფშაველაზე, როგორც მთის მგოსანზე.