მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლის, შავარშ გარიბიანის დიდ სცენაზე და კონკურს-ფესტივალზე „სხვა საქართველო სად არის“ დებიუტი შედგა!
შარვაში მე-7 კლასშია. მას მუსიკის პედაგოგი არ ჰყავს, ნიჭიერ მოსწავლეს დედა სახლში ამეცადინებს. ის არაჩვეულებრივად მღერის სომხურ სიმღერებს, ახლა კი ქართული სიმღერის ტექსტებს სწავლობს.
პედაგოგი ლალი მარგიანი მოსწავლის წარმატებაზე გვიამბობს:
„ამ ბიჭუნამ დღეს მაესტრო ნუცა ააცრემლა და პირველი ათიანიც დააწერინა. მართალია, შავარშმა არ იცის ვინაა ნუცა ჯანელიძე, ირმა სოხაძე, მაგრამ დღეის შემდეგ ეცოდინება, რომ დიდი ადამიანები ნიჭს აღიარებენ!
შავარშ გარიბიანის დებიუტი დიდ სცენაზე და არაჩვეულებრივ კონკურს-ფესტივალზე „სხვა საქართველო სად არის“, შედგა!
დღეს ქართული სიმღერის დღესასწაულს მარნეულის კულტურის სახლი მასპინძლობდა.
მე მიყვარს მარნეული!
მადლობა მაია ჯამალაშვილს, რომ ჩემს წერილს გამოეხმაურა!
მადლობა ირმა დავაძეს, რომ შემაგულიანა და მირჩია შავარშის ჩართვა კონკურსში!
მადლობა ჩემი სკოლის დირექტორს რიმა გარიბიანს გვერდში დგომისთვის და მადლობა შავარშის ოჯახს მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნავს ლალი მარგიანი.
იხილეთ ფოტოები
აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი
„ვფიქრობ, მოსწავლეები მომთხოვნ მასწავლებლად დამახასიათებენ“