სამების საჯარო სკოლის დირექტორმა პედაგოგები დააჯილდოვა
23-06-2021
დაკოპირებულია
-
+
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის დირექტორმა ნანული გვიჩიანმა, ამავე სკოლის რამდენიმე პედაგოგი მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
სკოლის წინსვლასა და წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელებით გადაეცა პედაგოგებს: თეა დადვანს (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები), ნაირა დევდარიანს (გეოგრაფია), ნანა დვალიძეს (დაწყებითი კლასი), ნინო გიგლემიანსა (მუსიკა) და ნოდარ გვარმიანს (სამოქალაქო განათლება).
დირექტორმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და წარმატებები უსურვა.