სიახლეები
სკოლები

ოფშკვითის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მე-2 ტურში იასპარეზებენ
23-06-2021
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანანო კეკელიძე (XI კლასელი), 
რუსუდან კეკელიძე (XI კლასელი), ლუკა ინანეიშვილი (XI კლასელი) და მარი ლაღაძე (IX კლასელი) „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ. 

მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს და მე-2 ტურში გადავიდნენ. 

22 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წყალტუბოელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 67 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 24 ივნისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
„ალბათ მიხვდებით თუ რომელ პოეტზეა საუბარი, ეს არის ჩვენი ლეჩხუმის საამაყო შვილი ლადო ასათიანი. რომლის პოეზია მანამ იქნება სანამ იარსებებს მსოფლიო“
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება