სიახლეები
სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი გარდაიცვალა
23-06-2021
-
+


საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი გუჩა კვარაცხელია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთ გამორჩეულ კურსდამთავრებულს და ცნობილ ენათმეცნიერს ემშვიდობება.

გუჩა კვარაცხელია იყო სამაგალითო ადამიანი. ფასდაუდებელია მისი მოღვაწეობა ქართულ მეცნიერებაში - მშობლიური ენის სწავლისა და სწავლების, ზოგადად თანამედროვე ქართული ენის განვითარების საქმეში. არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი შექმნა მომავალი თაობისთვის.

განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ქალბატონი გუჩას მოღვაწეობა თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. ასევე, დასაფასებელია მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბევრი სტუდენტი აგრძელებს მის გაკვალულ გზაზე წარმატებით სიარულს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი გუჩა კვარაცხელიას გარდაცვალების გამო.

უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს“, - წერია გავრცელებულ ტექსტში.

ცნობისთვის, გუჩა კვარაცხელია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს 1992 წელს იკავებდა.


კომენტარები


ეტალონი
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
სააღდგომოდ 400 ლარს ეს ოჯახები მიიღებენ - ბიუჯეტი
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ნამუშევარი მოამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ინგლისური ენის ცოდნა გამოავლინეს
გარდა თამარ დევდარიანისა, ღონისძიებას ასევე უძღვებოდნენ სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კათედრის წევრი მასწავლებლები
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება