„ქალები საქართველოს ისტორიაში“ - საგვაზავოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლაში პროექტი - „ქალები საქართველოს ისტორიაში“ განხორციელდა.სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 9 ივნისს მოსწავლეებმა გააგრძელეს და წარმოადგინეს პროექტი - „ქალები საქართველოს ისტორიაში“.
კოვიდ რეგულაციების ფარგლებში საინტერესოდ წარიმართა მე-8 კლასის მოსწავლეების პრეზენტაციები. პროექტის ხელმძღვანელი იყო მასწავლებელი შორენა კუჭუხიძე.
იხილეთ ფოტოები: