სიახლეები
სიახლეები

5 საგანში ახალი სახელმძღვანელო არ იქნება - როდემდე შეუძლია სკოლას გრიფირებული წიგნების შერჩევა
23-06-2021
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა. მასთან ერთად, სამინისტრომ მუშაობა დაასრულა საბაზო საფეხურის იმ სახელმძღვანელოების შეფასებაზე, რომლებმაც წინა წლებში გრიფი ვერ მოიპოვეს.

ახალი სახელმძღვანელოები სასწავლო წლის დაწყებამდე დაიბეჭდება და ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის შესაძლებლობა აქვთ მიმდინარე წლის 21 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით.

სახელმძღვანელოები რამდენიმე მიმართულებით შეფასდა: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა, შინაარსობრივი, სტრუქტურული და ენობრივი გამართულობა, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა და მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

სახელმძღვანელოები რამდენიმე მიმართულებით შეფასდა: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა, შინაარსობრივი, სტრუქტურული და ენობრივი გამართულობა, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა და მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

სახელმძღვანელოებს აფასებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები. შემფასებელთა ჯგუფში წარმოდგენილნი იყვნენ როგორც პრაქტიკული გამოცდილების მქონე მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, კურიკულუმის ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.

საგნობრივ შემფასებლებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით, ჩაუტარდათ ტრენინგები შემდეგი მიმართულებით: ადამიანის უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, დისკრიმინაცია, სტიგმა, თანასწორობა, უმცირესობების უფლებები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ბავშვთა უფლებები, ქალთა უფლებები და ა. შ.

გასული წლების მსგავსად, სახალხო დამცველის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, შეფასების პროცესში ჩართულები იყვნენ სპეციალისტები, რომლებიც სახელმძღვანელოებს აფასებდნენ სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, რამდენადაა დაცული გენდერული ბალანსი ტექსტებსა და ილუსტრაციებში, რამდენად თავისუფალია სახელმძღვანელო სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული ელემენტებისგან, რამდენად არის გათვალისწინებული მდგრადი განვითარების პრინციპები და სხვ.

გრიფირების პროცესში სხვადასხვა საგანზე 54 განაცხადი გაკეთდა, მათგან 53 განაცხადი გადავიდა რეცენზირებისა და საჩივრების განხილვის ეტაპზე, რომელთაგან 34-მა სახელმძღვანელომ მიიღო, ხოლო 19-მა სახელმძღვანელომ ვერ მიიღო გრიფი.

განაცხადები არ შემოსულა შემდეგ საგნებში:

  • აფხაზური ენა და ლიტერატურა (V-IX კლასი);
  • რუსული/სომხური/აზერბაიჯანული, როგორც მშობლიური ენა და ლიტერატურა (I-IX კლასი);
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი (IX კლასი).

გრიფირებული სახელმძღვანელოები არ შეირჩა შემდეგ საგნებში:

  • ქართული, როგორც მეორე ენა (IX კლასი).
  • მეორე უცხოური ენა - რუსული ენა (IX კლასი).

აღსანიშნავია, რომ ამ საგნებში მომავალ წელს  თავიდან გამოცხადდება კონკურსი უკვე X კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად.

პროცესის უფრო მეტად გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გრიფირების წესში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად, რეცენზირების პარალელურად, ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი) მიმდინარე წლის 4-18 მარტის და 23-31 მარტის ჩათვლით დაიდო საჯაროდ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ამ პერიოდში ჰქონდა სახელმძღვანელოების გაცნობისა და მათზე შენიშვნა/რეკომენდაციების წარმოდგენის შესაძლებლობა. 

სახელმძღვანელოების შეფასების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრომ უკვე დაიწყო დასრულებული გრიფირების პროცესის ანალიზი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოსავლენად და მზადაა გამომცემლების, ავტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან მიიღოს კონკრეტული წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება