სიახლეები
სიახლეები

„ჩვენს მასწავლებლებს პროფესიონალიზმი ნამდვილად არ აკლიათ“ - მედიკო მირზაშვილი, თბილისის N212 საჯარო სკოლის დირექტორი
24-06-2021
-
+


სანამ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლის დირექტორი გახდებოდა, მედიკო მირზაშვილი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა; ასე რომ, ძალიან კარგად იცის, რა ხდება გაკვეთილზე და ისიც უწყის, რა შრომას სწევს თითოეული პედაგოგი, რათა მოსწავლეს საფუძვლიანი ცოდნა მისცეს. პროფესიის არჩევაში კი ბავშვების უდიდესმა სიყვარულმა შემიწყო ხელიო, - გაგვიმხილა და Etaloni.ge-ს არაერთ საინტერესო საკითხზეც ესაუბრა.

- 2020-2021 სასწავლო წელი ჩვენი სკოლისთვის ნორმალურად წარიმართა; ვერ ვიტყვი, რომ არ იყო გამოწვევები, თუმცა მოხარული ვარ რომ შევძელით, ისინი ღირსეულად დაგვეძლია; მივიღეთ უდიდესი გამოცდილება და დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რამ გვასწავლა.

- ამ ფონზე რთული იყო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის შესრულება?

- ნამდვილად არ ყოფილა რთული; ბევრი რამ გახლდათ დამოკიდებული პედაგოგის ოსტატობაზე, ჩვენს მასწავლებლებს კი პროფესიონალიზმი ნამდვილად არ აკლიათ, ასე რომ, თამამად შემიძლია ვთქვა - ჩვენთან სასწავლო წელი წარმატებით შედგა.

- თუმცა ექსტერნატის გამოცდები სწორედ არსებული გამოწვევებისა და მოსწავლეთა არცთუ სახარბიელო შედეგების გამო მოიხსნა, ქალბატონო მედიკო... თუ ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას?

- ზოგადად, ექსტერნატის გამოცდების გაუქმება ხელისშემწყობი გარემოების შექმნაა ყველა მოსწავლისათვის, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები.

- აქვე უნდა გკითხოთ აზრი იმის შესახებ, რომ მოსწავლეს 45-დღიანი გაცდენის შემთხვევაში, სტატუსი უჩერდება, ადრე კი ეს ვადა 90 დღე იყო - რამდენად ადეკვატურია ეს ვადა და შეუწყობს თუ არა ხელს ცვლილება, ბავშვების სკოლაში დაბრუნებას?

- სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, 45-დღიანი ვადა მეტად მობილიზებულს გახდის როგორც მოსწავლეს, ასევე მშობელს და ამ კუთხით შესაძლოა გაცდენებმაც იკლოს.

- ისე, როგორც დირექტორს, რა მოლოდინი გაქვთ მომავალი სასწავლო წლისთვის?

- სექტემბერს დიდი იმედით ველი; ვფიქრობ, უფრო საინტერესოდ უნდა დავგეგმოთ ახალი სასწავლო წელი, გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის ინტერესი და შესაძლებლობა.

- გაისად სიახლეც გელით - ელექტრონული ჟურნალი სავალდებულო ხდება; არის თუ არა მზად თქვენი სკოლა ამისთვის?

- მომავალი წლიდან, ნამდვილად მხოლოდ ელექტრონული ჟურნალები იქნება სკოლებში. წელს კი საპილოტე პროექტი იყო და გამოცდილებაც მივიღეთ.

- როგორც ვიცი, დირექტორობამდე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყავით. რა არის წარმატებული სკოლის ფორმულა?

- კვალიფიციური, მოტივირებული პედაგოგები და გუნდური მუშაობის პრინციპი.

- ისე, როგორი დირექტორი ჰყავს თქვენს სკოლას და როგორი ურთიერთობა გაქვთ მოსწავლეებთან?

- მაქვს მეგობრული ურთიერთობა... დღევანდელი მოსწავლეები არიან თავისუფალი და  მოაზროვნე ახალგაზრდები, რომლებიც სასიკეთოდ უნდა წაადგნენ დემოკრატიულ სახელმწიფოს.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
დირექტორობის 210 კანდიდატი გასაუბრებაზე დღეს გავა - კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ახალი ვარიანტი შეიქმნა
ბაღების საყურადღებოდ - სამინისტრო ვადებს ასახელებს
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც საზეიმოდ იყო მორთული, დეკორაციის ავტორი კი ია ლომიძე გახლდათ
გამოცდა განსაზღვრავს მოსწავლის უნარებსა და ცოდნას ინგლისურ ენასა და მათემატიკაში

 
ამჯერად, მოსწავლეები საგანმანათლებლო, სასკოლო ტურის - „აღმოაჩინე შენი მხატვარი“, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს სტუმრობდნენ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება