სიახლეები
ეტალონი

„მიჭირს ემოციების გადმოცემა, ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ...“ - ინტელექტ-ჩემპიონატმა საგარეჯოს „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
25-06-2021
-
+


საქართველოს მუნიციპალიტეტების მოსწავლეებს საშუალება აქვთ, საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ - „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება და სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.

ინტელექტუალური კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს, მონაწილეობა კი ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით ტარდება, მეორე ეტაპზე მოსწავლეები „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში ეჯიბრებიან და ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეები „ეტალონისგან“ სპეციალურ ონლაინ-სიგელს მიიღებს.

ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ჯერიც დადგა და „ეტალონი მოსწავლეც“ გამოავლინდა, რომელიც იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეათეკლასელი - ნურლან ხალილოვი გახლავთ.

„ემოციების სიტყვებით გადმოცემა მიჭირს“ - ასე დაიწყო ნურლანმა გამარჯვებით მიღებულ სიხარულზე etaloni.ge-სთან საუბარი:

„ინტელექტ-ჩემპინატში დირექტორმა დამარეგისტრირა, მე წარმოდგენაც არ მქონდა, კონკურსში მონაწილეობა თუ მომიწევდა. ძალიან საპასუხისმგებლოა ეს ჩემთვის და სწორედ ამიტომ, პირველ ტურზე ძალიან ვღელავდი... აზერბაიჯანელი ვარ, თანაც, პასუხებისთვის დრო შეზღუდული იყო და ვერაფრით წარმოვიდგენდი, 30 წამი თუ მეყოფოდა, თუმცა ბარიერი გადავლახე; ეს ამბავი მენეჯერმა შემატყობინა და ისიც მითხრა, რომ შემდეგი ეტაპი მუნიციპალური კონკურსი იყო. 

მეგონა, იგივე შედეგი მექნებოდა და ამიტომ, ოჯახის წევრებისთვის არაფერი მითქვამს...  ასე სჯობდა... მოგვიანებით, კი შევიტყვე, რომ 83 ქულა მიმიღია და გამარჯვებული ვარ. მიჭირს ემოციების გადმოცემა, ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ... მადლობა „ეტალონს“ ამ სიხარულისა და იმისთვის, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება რომ მომეცა“.

იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორმა, რივზან უსუფოვმა მადლობა გადაუხადა „ეტალონს“, მთელ შემოქმედებით გუნდს და მოსწავლეს გამარჯვება მიულოცა:

„დიდი მადლობა ყველაფრისთვის. იორმუღანლოს საჯარო სკოლა ამაყობს ნურლანით, მისი წარმატებით და მჯერა, ერთად წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გველის“.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, არჩილ ჯაბადარმა ვრცლად ისაუბრა არაფორმალურ განათლების პროექტებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის მნიშვნელობაზე:

„ზოგადად, არაფორმალური განათლების პროექტების მხარდაჭერა აუცილებელია და ეს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. „ეტალონს“ რაც შეეხება, ამ პროექტს ყოველთვის ვუჭერთ მხარს და წელს ჩატარებული ეროვნული ინეტლექტ-ჩემპიონატი, კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ერთად ვდგავართ განათლებული მომავალი თაობების სადარაჯოზე.

სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ მუნიციპალურ კონკურსში აზერბაიჯანელმა მოსწავლემ გაიმარჯვა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ „ეტალონი“, სკოლასთან ერთად, ემსახურება სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას.

ხაზგასასმელი და საამაყოა ისიც, რომ წელს, ჩემპიონატი პანდემიის გამო, დისტანციურად ჩატარდა, თუმცა სახეცვლილი ფორმატის მიუხედავად, ჩართულობა ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან მაღალი იყო, შედეგები კი - შთამბეჭდავი; ეს არცაა გასაკვირი, მოსწავლეები ხომ შესანიშნავად ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. კარგია, რომ გვქონდა მინიტორინგის შესაძლებლობა, სტატისტიკაც კარგად იყო შედგენილი, რაც „ეტალონის“ ხელმძღვანელობისა და მთლიანად, გუნდის დიდი დამსახურებაა“.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მანანა ცუცქირიძემ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ თითოეული მოსწავლის გამარჯვება „ეტალონში“ უაღრესად მნიშვნელოვანია:

„მადლობელი ვარ „ეტალონის“ და აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ საგარეჯოს „ეტალონი მოსწავლე“ ეთნიკურად აზერბაიჯანელი, იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე გახდა. ესაა პროექტის წარმატების კიდევ ერთი გამოხატულება, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ თითოეული ბავშვის გამარჯვება „ეტალონში“, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მათ აქვთ საშუალება, წარმოაჩინონ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები“.

ეტალონ მოსწავლეს გამარჯვება მიულოცა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა და იმედი გამოთქვა, „ეტალონთან“ მეგობრობა მუნიციპალურ დონეზე, კიდევ დიდხანს გასტანს:

„ჩვენთვის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისთვის, პრიორიტეტულია არაფორმალური განათლების პროექტების მხარდაჭერა და „ეტალონი“ პირველია, ვისაც ყოველთვის, მაქსიმალურად დავუდგებით მხარში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება და „ეტალონსაც“ ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ჩვენი იმედი“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სპექტაკლი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, საოცარი დეკორაცია, რომელიც თავს აფხაზეთის სანაპიროზე გაგრძნობინებდათ
ბავშვებმა, ჩაერთნენ ხელოვნების პედაგოგთან, ელისო კიკვაძესთან ერთად სკოლის ეზო მოხატეს და ასევე, ნაძვი დარგეს
ლიტერატურული კლუბის და საგანმანათლებლო ორგანიზაციის - „მწიგნობარის“, ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება