მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა ლამაზი, შემეცნებითი და სანახაობრივი ღონისძება გამართეს და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. მასწავლებლებმა კი მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცეს.
„ალექსეევკის საჯარო სკოლაში ჩატარდა პატარა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა მე-4 კლასელთა გაცილებას. ზეიმი გაიმართა პოზიტიურ, მხიარულ გარემოში. ბავშვებმა ლექსებითა და ცეკვით მოიწონეს თავი, ერთმანეთს მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და პედაგოგებისგან მილოცვები მიიღეს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: