მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის პედაგოგები ქართული კალიგრაფიის კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ.
„ჩვენი სკოლის მასწავლებლები, პანდემიის მიუხედავად, კვლავაც, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურში, ტრენინგსა და კონფერენციაში.
ამჯერად, მონაწილეობა მივიღეთ „ქართული კალიგრაფიის“ კონკურსში, რომელიც აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორის ავტორობით განხორციელდა, ფონდი „სოციალური სოლიდარობისთვის“ ფარგლებში. წარმატებები და წინსვლა ჩვენო საამაყო მასწავლებლებო!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: