„ცოტა რამ კონფლიქტების შესახებ“ - საყდრიონის საჯარო სკოლაში საინტერესო ლექცია ჩატარდა
28-06-2021
დაკოპირებულია
-
+
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში თემაზე - „ცოტა რამ კონფლიქტების შესახებ“ მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ჩატარდა მინი ლექცია, თუ რატომ და რა დროს ხდება კონფლიქტები ( კონფლიქტის დროს ერთმანეთს უპირისპირდება განსხვავებული შინაარსი, მოსაზრება, სურვილები, ქცევები, განზრახვები...) და რას უნდა მოვიმოქმედოთ მისი პრევენციის მიზნით.
ასევე, თემასთან დაკავშირებით ხელოვნების პედაგოგმა მოაწყო ნახატების გამოფენა.