სიახლეები
სამასწავლებლო

„სასწავლო წელი განათლების სფეროსთვის მეტად დაძაბული და რისკიანი იყო“ - ლალი წულაია, იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი
28-06-2021
-
+


როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი წულაია გვესაუბრება:

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- წლევანდელი სასწავლო წელი განათლების სფეროსთვის მეტად დაძაბული და რისკიანი იყო, ქვეყანაში გამწვავებული COVID-19-ის გამო, მაგრამ შესანიშნავად გავართვით თავი ყველა იმ რეგულაციის დაცვით რაც გათვალისწინებული იყო. თითოეული მასწავლებლისთვის, მოსწავლისათვის, მშობელი ინფორმირებული იყო მთელ რიგ საკითხებზე, მშობლებთან კომუნიკაცია საშუალებას გვაძლევდა ზუსტად დაგვეცვა ის რეგულაციები რაც პანდემიის თანმხვედრი იყო.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- ჩემს სკოლაში მხოლოდ ერთმა მასწავლებელმა ვერ მოახერხა პროფესიული კომპეტენციის განხორციელება, ჩემი აზრით ასეთი ფორმა საჭირო არის.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- ჩვენი სკოლის IX-კლასელები სწავლას სხვა სკოლაში აგრძელებენ, მაგრამ გვყავს ერთი მოსწავლე ლაშა-გიორგი კუჭაშვილი რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ჩემი ბოსტანი შენსას ჯობია“ გამარჯვებულია; კონკურსის მიზანი იყო სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დარგით მომავალი თაობის დაინტერესება. კონკურსის მხარდამჭერები იყვნენ და გამარჯვებული გამოავლინეს, განათლების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აშშ_ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი  USDA და ფრეზნოს უნივერსიტეტი,  რომლებმაც ლაშა-გიორგი გამარჯვებულად გამოაცხადეს სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქარი (პლანშეტი) დაიმსახურა. გიორგის თემა მარწყვის კულტურას შეეხებოდა. ლაშა-გიორგი აგრეთვე „თი ბი სი ბანკის“ სტიპენდიანტია.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკმა დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, დღევანდელი ბავშვი რომელიც სასკოლოდ ემზადება ძალიან განვითარებული და მოწესრიგებულია, ამიტომ 6 წელი მისაღებია ჩემი აზრით.

ერთხელ კიდევ, დიდი მადლობას გიხდით გუნდს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ბატონ გოჩა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით, გისურვებთ წარმატებებს ეტალონი საუკეთესო იყო, არის და იქნება მუდამ.

მინდა, დიდი მადლობა, გადაგიხადოთ  „ეტალონის“  მთელ შემოქმედებით ჯგუფს სკოლებთან აქტიური ჩართულობისათვის და იმ ყურადღებისათვის რაც თქვენ გამოიჩინეთ დირექტორების მიმართ, რომელიც „ეტალონის“  და izrune.ge-სა  ინტელექტუალურ ONLINE-ღონისძიებებში წარმატებულ მონაწილეობას ეხებოდა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება