მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, თამარ კანდელაკი საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში „ნუშების თოვლი“ აქტიური მონაწილეობისთვის სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსი მიზნად ისახავდა შემოქმედ მოსწავლეთა აღმოჩენას.
თამარის მოთხრობა „ბალერინა“, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი, დაიბეჭდა წიგნში „ნუშების თოვლი“.
„ვულოცავთ თამარს გამარჯვებას და წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: