თბილისის N2 სკოლის მოსწავლე მარიამ ქორაიამ izrune.ge-ს ბუნება/ბიოლოგიის ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა
30-06-2021
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე მარიამ ქორაია izrune.ge-ს ბუნება/ბიოლოგიის ოლიმპიადაში - ჩვენ და სამყარო წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
მოსწავლემ I ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა.
მარიამი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში აქტიურად არის ჩართული და დიდი სიხარულით ელოდება ყოველ ხუთშაბათს რომ Izrune.ge-ს ტესტები გაიროს.
ბუნება /ბიოლოგიის ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 17 ივნისს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.