წყნეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები გახდა ცნობილი
12.10.2017

წყნეთის გზატკეცილზე გასულ ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. დაკავებულები სავარაუდოდ ჰიპერმარკეტ გორგიას დამფუძნებლის გია გორგოშაძის გატაცებასა და შემდგომ ფულის გამოძალვას გეგმავდნენ.  ბიზნესმენი სწორედ იმ კორპუსში ცხოვრობს, სადაც ბრალდებულებს ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

წყნეთის გაზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულია ოთხი პირი. 

"პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები, ელექტროშოკი და ე.წ. პარიკი ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 18-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 18-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით)."- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 
 



კომენტარები


სხვა სიახლეები
ორშ, 23 ოქტომბერი 2017
21:00